საათი

ბლოგის თარგმნა

10.16.2008

შემოქმედება

ანდრია ყარაშვილს ეკუთვნის ცნობილი პატრიოტული სიმღერა ,,სამშობლო’’
,,სამშობლო, სამშობლო ჩემო ლამაზო
ზურმუხტო, ზურმუხტო ანუ ალმასო’’
რუჟე დე ლილმა ,,მარსელიეზით’’ მოიპოვა უკვდავება. დეჟეიტერმა, ,,ინტერნაციონალიის’’ ავტორმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. ანდრია ყარაშვილის ,,სამშობლო’’ რათქმაუნდა ვერ შეედრება ამ სიმღერებს მათი ისტორიული მნიშვნელობის მხრივ, მაგრამ ამ სიმღერის გულის სიღრმემდე ჩამწვდომი ჰანგები არასდროს წაიშლება ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან.
ანდრია ყარაშვილი დაიბდა 1852 წელს თბილისში, მოხელის ნიკოლოზ ყარაშვილის ოჯახში. მომავალი მუსიკოსის პაპა _ ანდრია ყარაშვილი პროფესიით ექიმი იყო. მას განათლება მიღებული ჰქონდა მილანში. იგი მეფე ერეკლე მეორის კარის ექიმი იყო. ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის მფე ერეკლემ მას ტახტის აზნაურობა უბოძა და საჩუქრის სახით გადასცა თბილისის ახლოს მდებარე სოფელი წავკისი.
მისი დედა _ ანა კაუბე, წარმოშობით ჩეხი ფრიად განათლებული და კულტურული ადამიანი იყო. მას დაეკისრა შვიდი შვილის აღზრდა და მთელი ოჯახის პატრონობა, ვინაიდან მისი მეუღლე მძიმე სენით იყო დაავადებული. 30 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა და იქ გარდაიცვალა.
ყარაშვილები ითვლებოდნენ კათოლიკური რელიგიის მიმდევრებად. ღვთის მორწმუნე ქალმა გადაწყვიტა მისი უფროსი ვაჟი, ანდრია მღვდლად მოემზადებინა.
რვა წლის ანდრია თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში.ყმაწვილმა დედას განუცხადა, რომ მას სურვილი ჰქონდა ვიოლინოზე დაკვრა ესწავლა, მაგრამ დედამ მასზე ოცნებაც კი აუკრძალა. სკოლიდან დაბრუნებისთანავე ანდრია საკუჭნაოში კაკლის ხის ფიცრებისგან გულმოდგინედ სთლიდა ვიოლინოს. მისს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პირველად ამოაღებინა ხმა საკუთარი ხელით ნაკეთებ საკრავს. მან თავისით შეისწავლა პატარა, პრიმიტიული მელოდიები და დედისგან მალულად ართობდა და-ძმებს პატარა საბავშვო სიმღერებით. ეს რომ დედამ გაიგო, დარწმუნდა მის მუსიკაურ ნიჭში და მასწავლებელიც მიუჩინა, ხლამოვი, რომელმაც დააწყებინა ამ საკრავზე დაკვრა.

No comments: