საათი

ბლოგის თარგმნა

10.21.2008

პროექტის მომზადების თაობაზე

ბლოგზე მუშაობდნენ სსიპ თბილისის მე-14 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი ნინო ნადიბაიძე და მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელი ბელა ბეჟუაშვილი.
ბლოგი დამზადდა ტრენინგების დროს, რომელიც ჩატარდა პროექტი ”ირმის ნახტომის” ბაზაზე.

10.16.2008

ანდრია ყარაშვილი როგოც შემსრულებელი

ანდრია ყარაშვილი ბრწყინვალე შემსრულებელი იყო, მაგრამ იშვიათად გამოდიოდა კონცერტებზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ იგი ავადმყოფურად ღელავდა კონცერტის წინ. ,,ესტრადის ციებ-ცხელება’’ იპყრობდა ხოლმე საჯარო გამოსვლის წინ. ყპფილა შემთხვევე, როდესაც ყარაშვილს უარიც კი განუცხადებია დაკვრაზე, ხალხით სავსე დარბაზი კი ამაოდ ელოდა მის გამოსვლას.
პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაიძის ცნობით, ანდრია ყარაშვილის დაკვრა გამოირჩეოდა ღრმა ემოციურობით, შინგანი აღგზნებით და დამაჯერებლობით, რაც მხოლოდ ჭეშმარიტად დიდ ხელოვანს ახასიათებს. რაც დრო გადიოდა სულ უფრო იშვიათად გამოდიოდა როგორც შემსრულებელი და ბოლოს სრულიად შეწყვიტა საკონცერტო მოღვაწეობა.

ნაწარმოებების სია

ვოკალური ნაწარმოებები
რომანსები: 1) ,,ისევ შენ”
2) ,,დავრდომილი სნეული”
საგუნდო ნაწარმოებები:
1) ,,პატარა მურია” _ შერეული გუნდისათვის;
2) ,,მრავალჟამიერი” _ მამაკაცთა გუნდისათვის;
3) ,,სამშობლო” _ იგივე ,,საზანდარი” გუნდისა და სიმებიანი
ორკესტრისათვის.
ნაწყვეტები ოპერიდან ,,ვეფხისტყაოსანი”
სავიოლინო ნაწარმოებები(ფორტეპიანოს თანხლებით)
1) ,,ფუტკარი”;
2) ,,მუდმივი მოძრაობა”;
3) მაზური #1;
4) მაზური #2;
5) რომანსი;
6) ,,ბაიათი”;
7) ,,იავ-ნანა”; ( ხელთნაწერი )
8) ,,პოლონეზი”;
9) ,,პრელუდი”;
10) ვარიაცები გურილიოვის ,,მატუშკა გოლუბუშკას” თემაზე ( ხელთნაწერი )
11) ,,შემოდგომის სიმღერა” _ ჩაიკოვსკის, დამუშავებული ყარაშვილის მიერ.
( ხელთნაწერი )
12) სავარჯიშოთა კრებული დამწყებ მევიოლინეთათვის ( ხელთნაწერი )

კამერული ანსამბლები
1) ,,ლოთები” _ სიმებიანი კვარტეტისათვის
2) ,,ობერეკი” _ ფორტეპიანოს და სიმებიანი კვარტეტისათვის ( ხელთნაწერი )

საფორტეპიანო ნაწარმოებები
1) ,,დასავლური” და ,,ლეკური”;
2) მარში #1 ( ხელთნაწერი );
3) მარში #2;
4) ,,მაზურკა”;
5) ,,საზანდარი”.

შემოქმედება

ანდრია ყარაშვილს ეკუთვნის ცნობილი პატრიოტული სიმღერა ,,სამშობლო’’
,,სამშობლო, სამშობლო ჩემო ლამაზო
ზურმუხტო, ზურმუხტო ანუ ალმასო’’
რუჟე დე ლილმა ,,მარსელიეზით’’ მოიპოვა უკვდავება. დეჟეიტერმა, ,,ინტერნაციონალიის’’ ავტორმა მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი. ანდრია ყარაშვილის ,,სამშობლო’’ რათქმაუნდა ვერ შეედრება ამ სიმღერებს მათი ისტორიული მნიშვნელობის მხრივ, მაგრამ ამ სიმღერის გულის სიღრმემდე ჩამწვდომი ჰანგები არასდროს წაიშლება ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან.
ანდრია ყარაშვილი დაიბდა 1852 წელს თბილისში, მოხელის ნიკოლოზ ყარაშვილის ოჯახში. მომავალი მუსიკოსის პაპა _ ანდრია ყარაშვილი პროფესიით ექიმი იყო. მას განათლება მიღებული ჰქონდა მილანში. იგი მეფე ერეკლე მეორის კარის ექიმი იყო. ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის მფე ერეკლემ მას ტახტის აზნაურობა უბოძა და საჩუქრის სახით გადასცა თბილისის ახლოს მდებარე სოფელი წავკისი.
მისი დედა _ ანა კაუბე, წარმოშობით ჩეხი ფრიად განათლებული და კულტურული ადამიანი იყო. მას დაეკისრა შვიდი შვილის აღზრდა და მთელი ოჯახის პატრონობა, ვინაიდან მისი მეუღლე მძიმე სენით იყო დაავადებული. 30 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა და იქ გარდაიცვალა.
ყარაშვილები ითვლებოდნენ კათოლიკური რელიგიის მიმდევრებად. ღვთის მორწმუნე ქალმა გადაწყვიტა მისი უფროსი ვაჟი, ანდრია მღვდლად მოემზადებინა.
რვა წლის ანდრია თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში.ყმაწვილმა დედას განუცხადა, რომ მას სურვილი ჰქონდა ვიოლინოზე დაკვრა ესწავლა, მაგრამ დედამ მასზე ოცნებაც კი აუკრძალა. სკოლიდან დაბრუნებისთანავე ანდრია საკუჭნაოში კაკლის ხის ფიცრებისგან გულმოდგინედ სთლიდა ვიოლინოს. მისს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პირველად ამოაღებინა ხმა საკუთარი ხელით ნაკეთებ საკრავს. მან თავისით შეისწავლა პატარა, პრიმიტიული მელოდიები და დედისგან მალულად ართობდა და-ძმებს პატარა საბავშვო სიმღერებით. ეს რომ დედამ გაიგო, დარწმუნდა მის მუსიკაურ ნიჭში და მასწავლებელიც მიუჩინა, ხლამოვი, რომელმაც დააწყებინა ამ საკრავზე დაკვრა.

ანდრია ყარაშვილი

ანდრია ყარაშვილი
(1852-1925)


ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი თვალსაჩიანო ქართველი მუსიკოსი მოღვაწე იყო. იგი იმ ქართველ მუსიკოსთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც უანგარო და თავდადებული მოღვაწეობით ხელი შეუწყო ქართული მუსიკალური კულტურის ზრდასა და განვითარებას.
ანდრია ყარაშვილი იყო კომპოზიტორი, პირველი ქართველი მევიოლინე, მუსიკის მასწავლებელი და საზოგადო მოღვაწე. მას ეკუთვნის ცნობილი პატრიოტული სიმღერა ,,სამშობლო’’